ევროპარლამენტარები შეშფოთდნენ - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტარები შეშფოთდნენ

საქართველოში ვიზიტით ევროპარლამენტართა შვიდკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც მათ განცხადება გაავრცელეს. "გვჯერა, რომ სამართლიანობის მოთხოვნა კანონის უზენაესობის, სამართლიანი პროცესებისა და უკანონობასთან ბრძოლის ფარგლებში იქნება მიღწეული, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების ბრალდება", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები. ისინი ასევე გმობენ 17 მაისს თბილისში, ჰომოფობიის საერთაშორისო დღეს აქციის ძალადობრივად დაშლას. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ტესტი იქნება.