ბოკერიას დაჰკითხავენ? - კვირის პალიტრა

ბოკერიას დაჰკითხავენ?

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს. მისი თქმით, 2012 წელს ლობისტებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონზე მეტია დახარჯული, რასაც გრიფი "საიდუმლო" ედო. "200, 300, 400 ათასი ნაღდი ფულია აღებული და ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას სამსახურით გაკეთდა. საქმე გადაცემულია პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. მას მოუწევს პასუხები გასცეს გამოძიებისა და საზოგადოების კითხვებსაც", - აღნიშნა პრემიერმა. ბოკერიამ ივანიშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ ყველა გადარიცხვა ელექტრონულია და ნაღდი ფულის  ბრუნვა არ ყოფილა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).