მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება
10-06-2013
მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. "საკითხი ეხება გირგვლიანის გარდაცვალების შემდგომ გამოძიების არასწორად წარმართვას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და გამოძიებაზე ზემოქმედებას. როგორც გაცხადდა, ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ პასუხისმგებლობა აერიდებინათ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, კერძოდ, დათა ახალაიასთვის, ასევე, არ გამოკვეთილიყო მერაბიშვილის მეუღლის კავშირი "შარდენ-ბარში" მომხდარ ინციდენტთან. ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი", - განაცხადა კბილაშვილმა. ამასთან, მერაბიშვილი მოინახულა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ლისეკმა.  მისი თქმით, მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ ციხეში
ყოფნა ერთ წელზე მეტხანს არ მოუწევს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

kafka
16 ივნისი 2013 20:03
არსებობს კანონი და მის პარალელურად არსებობს ემოცია. როცა სასამართლო დაამტკიცებს, რომ მერაბიშვილმა მოკლა არა ასეულობით, არამედ ერთი ადამიანიც კი, როგორც ინგლისში, მას გამოუტანენ განაჩენს საქართველოს კანონის მიხედვით, და არა ინგლისის კანონის მიხედვით. თუ დამტკიცდა, რომ მერაბიშვილმა მოაკვლევინა ადამიანი,მას გამოუტანენ განაჩენს მაინცსაქართველოს კანონის საფუძველზე. მთავარია, რომ ყველაფერი დასაბუთებული უნდა იყოს ისე, რომ ეჭვის საფუძველიც კი არ იყოს.
თქვენ ან ათასმა კაცმაც რომ თქვათ, ჩვენ ვიცით, რომ მოკლაო, სასამართლოსათვის ეს ჩვენება არ არის. "ვიცისა "და "ვნახეს" შორის დიდი განსხვავებაა. "ვიცის" საფუძველზე დასჯა - კანონის უზენაესობა კი არა უკანონობაა.
amirani
16 ივნისი 2013 17:47
იქითაც დავწერე, ინგლისში 18 წლის მპსახიობი მოკლეს ახალგაზრდული ჩხუბისას.
მკვლელს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა!

მკვლელის მეგობრები ითხოვენ საქმის გადახედვას, რაზეც მთავრობ უარს არ ეუბნება, ოღონდ ეს მოხდება 20 წლის შემდეგ!

მერაბიშვილის უშუალო დაკვეთით(მას ვინ უკვეთავდა სხვა საკითხია) მოკლულ იქნა ათეულობით ახალგაზრდა და ეს ევროპარლამენტარები რატომ იცავენ მùას ასეთი თავგამოდებით, თუკი თავის ქვეყნებში იოტისოდენ დანაშაულს არ ჰპატიობენ არავის?!
ერთი ვაჟის მკვლეობისთვის ინგლისში საპუდამო პატიმრობა და ასეულობით ახალგაზრდის მკვლელობისთვის,მერაბიშვილს-არაფერი?

ეუუუუუ



რას უსაღებდა მერაბიშვილი მათ?
ნარკოტიკს?
იარაღს?
რით არიან დავალებულები მისგან?



რედაქტორის რჩევით