მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება - კვირის პალიტრა

მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. "საკითხი ეხება გირგვლიანის გარდაცვალების შემდგომ გამოძიების არასწორად წარმართვას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და გამოძიებაზე ზემოქმედებას. როგორც გაცხადდა, ეს ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ პასუხისმგებლობა აერიდებინათ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, კერძოდ, დათა ახალაიასთვის, ასევე, არ გამოკვეთილიყო მერაბიშვილის მეუღლის კავშირი "შარდენ-ბარში" მომხდარ ინციდენტთან. ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი", - განაცხადა კბილაშვილმა. ამასთან, მერაბიშვილი მოინახულა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ლისეკმა.  მისი თქმით, მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ ციხეში ყოფნა ერთ წელზე მეტხანს არ მოუწევს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).