უშიშროების საბჭო შეიკრიბა - კვირის პალიტრა

უშიშროების საბჭო შეიკრიბა

საქართველოს უშიშროების საბჭო  რვათვიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბა. ამას წინ უძღოდა ურთიერთბრალდებები "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის იმის თაობაზე, თუ რატომ არ იკრიბებოდა უშიშროების საბჭო ამდენ ხანს. უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. საბჭოზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და დიცის ინციდენტი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საქართველომ აქტიურად უნდა გააგრძელოს არაღიარების პოლიტიკა. სხდომას არ დაესწრო პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილმა მთავრობის ხელმძღვანელს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს საბჭოს მუშაობაში.