კანონპროექტს აქციები მოჰყვა - კვირის პალიტრა

კანონპროექტს აქციები მოჰყვა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. მთავრობის განმარტებით, ეს დროებითი "ინტერვენცია" მანამ გაგრძელდება, სანამ განათლების სისტემის ძირითადი რეფორმა მოხდება. კანონპროექტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თსუ-ს რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ისევ კვიტაშვილი დანიშნა.  16 აგვისტოს რექტორის არჩევნები გაიმართება. საპასუხოდ, განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კვიტაშვილის გადადგომა-გადმოდგომა პროცესის პოლიტიზებას ემსახურება. კანონპროექტი გააპროტესტეს სტუდენტებმაც, რომელთაც აქციები გამართეს. ცვლილებებს ეწინააღმდეგება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილიც (ვრცლად იხ. გვ. 33, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).