"განწმენდის გარეშე ვერ ავმაღლდებით" - კვირის პალიტრა

"განწმენდის გარეშე ვერ ავმაღლდებით"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, რომ დღეს ადამიანის სული განწმენდის გარეშე ვერ ამაღლდება. უწმინდესმა აღნიშნა, რომ უფალი თავისი წყალობით, სიყვარულით, მოწყალებით დღეს ჩვენთან არის, რომ წარსულის, აწმყოსა და მომავლის შედარებისას ჩანს, თუ როგორი მორწმუნეები იყვნენ ჩვენი წინაპრები და როგორი მორწმუნეები ვართ დღეს ჩვენ. "მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ცივდება ადამიანი. ადამიანი არის ქმნილება ღვთისა და უფალი არ მოაკლებს წყალობას" - აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქმა წმინდა სახარებიდან გაიხსენა ადგილი, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ უფალმა ამაღლებამდე თავისი მოწაფეები აკურთხა და ისე ამაღლდა: "დღეს ჩვენ ვიღებთ კურთხევას უფლისაგან, მაგრამ თუ სულიერად ვერ ამაღლდა ადამიანი, ვერ განიწმინდა ჩვენი სული, ვერ იქნება ჩვენი ამაღლება".