პოლიციელს გირაო შეეფარდა - კვირის პალიტრა

პოლიციელს გირაო შეეფარდა

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი დავით გელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. საქმის მასალების მიხედვით, გელაძემ, რომელიც ჭავჭავაძეზე მანქანით მოძრაობდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გიგი სვანს და მის მეგობრებს. გიგი სვანი ფეხით დაედევნა გელაძის მანქანას და გაჩერება მოსთხოვა. გელაძემ ავტომანქანა გააჩერა, გადმოვიდა, ახალგაზრდას ესროლა და მხარში დაჭრა. ამის შემდეგ პოლიციელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლომ დავით გელაძეს 15-ათასლარიანი გირაო შეუფარდა(?!).