არქივი განადგურდება - კვირის პალიტრა

არქივი განადგურდება

შსს-ში გამართული შეხვედრისას გადაწყდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები ორი კვირის განმავლობაში განადგურდება. შეხვედრას ესწრებოდნენ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - – საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური, ექსპერტი კახი კახიშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. "ჩვენ კვლავ შევხვდებით, რათა ვნახოთ, რა წესით განადგურდება მასალები და როგორ იქნება აღწერილი ყველაფერი,  როგორია ვადები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ, ვინ დაესწრება ამ პროცესს"", - აღნიშნა ტუღუშმა (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).