სავალუტო ფონდის რეკომენდაცია - კვირის პალიტრა

სავალუტო ფონდის რეკომენდაცია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებით, საქართველოში ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა. შესაბამისად, ფონდი არ გამორიცხავს ინვესტირების შეფერხებას.     "მოვუწოდებთ მთავრობას, დაუბრუნდნენ წესებზე დამყარებულ მექანიზმს ენერგოფასების განსაზღვრისას და ოპერატიულად შეიმუშაონ ენერგოპოლიტიკის სტრატეგია. ზემოხსენებულმა ნაბიჯებმა უნდა შეამსუბუქოს ინვესტორების წუხილი იმის თაობაზე, რომ მთავრობა შეიძლება მომავალშიც ჩაერიოს ფასებისა და გადამცემი ხაზების წვდომის განსაზღვრაში. ამით ახალი ინვესტიციების წახალისება მოხდება", - აღნიშნულია განცხადებაში (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).