გაეროს რეზოლუცია - კვირის პალიტრა

გაეროს რეზოლუცია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომელშიც აღიარებულია ქართველი დევნილების უფლება, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. რეზოლუციას მხარი 62-მა ქვეყანამ დაუჭირა, 84-მა თავი შეიკავა, 16 კი წინააღმდეგი იყო. კერძოდ, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს სომხეთმა, ბელორუსმა, ვენესუელამ, ვიეტნამმა, ზიმბაბვემ, კუბამ, ლაოსმა, მიანმამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სერბეთმა, სირიამ, სუდანმა, ჩრდილოეთ კორეამ და შრი-ლანკამ.