დაღუპული სამხედროს ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს - კვირის პალიტრა

დაღუპული სამხედროს ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საერთაშორისო ოპერაციების საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ოჯახი ერთჯერადი დახმარების სახით, ნაცვლად 15 ათასისა, 100 ათას ლარს მიიღებს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით, მიიღებენ ყოველთვიურად 1.000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).