დაღუპული სამხედროს ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს
17-06-2013
დაღუპული სამხედროს ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, საერთაშორისო ოპერაციების საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ოჯახი ერთჯერადი დახმარების სახით, ნაცვლად 15 ათასისა, 100 ათას ლარს მიიღებს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით, მიიღებენ ყოველთვიურად 1.000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).

yvirila
17 ივნისი 2013 23:13
რა თქმა უნდა, ვერანაირი მატერიალური ფასეულობით ვერ შეფასდება ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე ვართ და გარდაუვალია(ტრაგიკულია) სიტუაცია, ასეთი ნაბიჯი(თანხის ოდენობის გაზრდა) აუცილებელია!!

რედაქტორის რჩევით