"კუბლაშვილის კლანმა" გაიმარჯვა?! - კვირის პალიტრა

"კუბლაშვილის კლანმა" გაიმარჯვა?!

ადვოკატთა ნაწილმა და ყოფილმა მოსამართლეებმა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიეს, "კუბლაშვილის კლანის" გამარჯვება უწოდეს. იუსტიციის საბჭოს წევრები გახდნენ მოსამართლეები - ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე, ილონა თოდუა, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი. საბჭოს შემადგენლობაში დარჩნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი. ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავას  ცნობით, სწორედ მოსამართლე შოთა გეწაძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, ზაზა მეიშვილმა სულხან მოლაშვილის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება და თვალი დახუჭა წამების ფაქტებზე. პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მხოლოდ 4 წევრის არჩევა მოახერხა, ესენი არიან - ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი და კახაბერ სოფრომაძე (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).