არქივის განადგურება გადაიდო - კვირის პალიტრა

არქივის განადგურება გადაიდო

უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების  არქივის განადგურება, რომელიც 23 ივნისს იყო დაგეგმილი, გადაიდო. "უკანონო ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება არ შეიცვლება. კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კიდევ გამართოს ერთი შეხვედრა და მათ უკეთ მიაწოდოს ინფორმაცია, რასთან გვქონდა საქმე. შექმნილია შთაბეჭდილება, თითქოს საქმე ეხება მხოლოდ წამებას, მაშინ, როდესაც ეს მასალა გაცილებით ვრცელია", - განაცხადა კომისიის წევრმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.