"კონგრესმენებმაც ნახონ" - კვირის პალიტრა

"კონგრესმენებმაც ნახონ"

დეპუტატ თინა ხიდაშელის განცხადებით, თუ ამერიკელ კონგრესმენებს სურვილი ექნებათ, ქართული მხარე მათ აჩვენებს სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილ საზარელ ვიდეომასალას. "როგორც აღმოჩნდა, არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით არიან შეწუხებული დღეს "საქართველოში დემოკრატიის გაუარესების პრობლემით". ჩვენ გვინდა, მათ ნახონ ეს ფირი. რის გაუარესებაზე გველაპარაკებიან და როგორ შეიძლება რაიმეს გაუარესებაზე ვილაპარაკოთ ქვეყანაში, სადაც ასეთი მხეცობა მუდმივი და სისტემური იყო", - განაცხადა–ხიდაშელმა.  ამასთან, საქართველოს დელეგაცია ვიდეომასალაზე ინფორმაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებსაც მიაწვდის.