ვიდეოფირის საქმე
24-06-2013
ვიდეოფირის საქმე
შსს-მ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა  და მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირი უჩვენა, რომელშიც კონსპირაციულ სახლში ადამიანის გაუპატიურება და წამებაა ასახული. შსს-მ ამ საქმეზე დააკავა შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები: მარლეს ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, პაატა ქირია, ირაკლი ახალაია, რუსლან შამახია, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა თოდუა, სამხედრო უწყების თანამშრომელი გიორგი ბულია და მოქალაქე თემურ უბირია. დაკავებულებს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს ცნობით, საქმეში შსს-ს
ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა გამოიკვეთა. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. შს მინისტრი  ვარაუდობს, რომ ვიდეოფირი მაშინ არის გადაღებული, როდესაც ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავ უწყებას ხელმძღვანელობდა. რამდენიმე დღის წინ შსს-მ კიდევ ოთხი სამალავი აღმოაჩინა (ვრცლად იხ. გვ. 6, 7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
t a m a r i
02 ივლისი 2013 08:47
რაო მერე კორპუსმა შეშფოთების გადამეტება ხომ არ დაემართათ?მიხვდებიან არავითარი პროპაგანდა და სწავლება-აღლუმები არ ჭირდებათ აქ. ზოგიერთები იქით გაანათლებენ ყველანაირ უკუღმართობაში არასამთავრობოებს.უფალო შენ შეგვიწყალე.

რედაქტორის რჩევით