"საზოგადოებას კითხვის კულტურა აკლია"
24-06-2013
"საზოგადოებას კითხვის კულტურა აკლია"
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქადაგებისას ბრძანა, რომ 10 უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა, თუ წიგნის კითხვა არ იცის, სასწავლებლები ვერაფერს მისცემს. პატრიარქმა ბრძანა, რომ საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, თუმცა არ იცის, სად დასვას სასვენი ნიშნები ან როგორ გამოიყენოს ციტატა.  "წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო
გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ", - მიმართა მრევლს უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით