"პატრიოტების" ნაცვლად "მომავლის ბანაკი" - კვირის პალიტრა

"პატრიოტების" ნაცვლად "მომავლის ბანაკი"

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, "პატრიოტთა ბანაკს" "მომავლის ბანაკი" დაერქმევა და მასში სტუდენტების ნაცვლად, სკოლის მოსწავლეები დაისვენებენ. ბანაკი 7 დღის ნაცვლად 10-დღიანი იქნება.

"განათლების  სამინისტროს გადაეგზავნა მოთხოვნა, რომ სკოლებმა წარმოადგინონ 14-15 წლამდე თითო წარჩინებული მოსწავლე. წარჩინებულებს შორის პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან დევნილ ბავშვებს. სულ ბანაკებში დაახლოებით 2000 ბავშვი დაისვენებს", - განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.