ტიშკევიჩის წასვლას ბრალდებები მოჰყვა
24-06-2013
ტიშკევიჩის წასვლას ბრალდებები მოჰყვა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, პოლონელმა გენერალმა  ანჟეი ტიშკევიჩმა თანამდებობა დატოვა.

მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე ტიშკევიჩის მოვალეობას ჟერარ ფიშერი შეასრულებს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ  ტიშკევიჩი ვადაზე ადრე გაიწვიეს და ეს ახალი მთავრობის უპრინციპობის შედეგია. მისი თქმით, ტიშკევიჩის გაწვევას, რომელიც აფხაზებს პერსონა ნონ გრატად ჰყავთ გამოცხადებული, რუსეთი ითხოვდა. მთავრობის წარმომადგენლებმა მანჯგალაძის განცხადებებს აბსურდული უწოდეს. ევროკავშირის მისიაში კი განმარტეს, რომ ტიშკევიჩი კი არ გაიწვიეს, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით