"ევროპელი კანდელაკები" - კვირის პალიტრა

"ევროპელი კანდელაკები"

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტის  საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც დეპუტატებმა  მას კითხვები დაუსვეს. შეკითხვების ნაწილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის დაკავებას შეეხებოდა.

"ევროპის სახალხო პარტიიდან" რამდენიმე პირი კვლავ აგრძელებს ძველებურად მუშაობას. ქართველი ხალხისთვის რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი, მე მათ ასე დავახასიათებდი - "ევროპელი კანდელაკები". ისინი ისეთივე ერთგული მხარდამჭერები არიან მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის, როგორც საქართველოშია ბატონი გიორგი კანდელაკი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა სხდომის შემდეგ.