მერაბიშვილის განცხადება - კვირის პალიტრა

მერაბიშვილის განცხადება

ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოეხმაურა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სამალავში აღმოჩენილი საზარელი ვიდეომასალა სწორედ მერაბიშვილის მინისტრობის დროს არის გადაღებული. მისი თქმით,  "დაკავებულთა წამება 2003 წლამდე პოლიციის განყოფილებებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო, რაც რეფორმის ფარგლებში პრაქტიკულად აღმოიფხვრა. თუ უკანასკნელ წლებში მსგავს შემთხვევას ჰქონდა პოლიციაში ადგილი, ეს წარმოადგენს ცალკეული პირების თვითშემოქმედებას და მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი.  შესაბამისად, ნებისმიერი სპეკულაცია მსგავსი ფაქტების სისტემურ ხასიათთან  დაკავშირებით წარმოადგენს წინა ხელისუფლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის გაგრძელებას", - აცხადებს მერაბიშვილი.