საჩუქარი ქარდავას სააკაშვილისგან - კვირის პალიტრა

საჩუქარი ქარდავას სააკაშვილისგან

საზარელი ვიდეომასალის აღმოჩენას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მისი თქმით, "სისტემას, დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები.„ორი მთავარი ფიგურაა კუდ-ის წარმომადგენელი  ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი, ლევან ქარდავა, რომლებიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვნენ შევარდნაძის მთავრობიდან... დღეს ორივე თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთანაც. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლისა და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების. ლევან ქარდავა არის ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩვენი ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება და აიძულებს, გავიდეს "ნაციონალური მოძრაობიდან"... მე ამ ორ ადამიანს არ ვიცნობდი". პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ლევან ქარდავას 2011 წელს კოჯორში 2501 კვმ მიწის ნაკვეთის ერთ ლარად აჩუქა (სიუჟეტი იხ. www.kvirispalitra.ge-ზე).