პროტესტი სასამართლოს
08-07-2013
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს მამუკა ხვედელიანს და პოლიციელებს:  სერგო სამსონიძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ამან ბორჯომელები აღაშფოთა, რადგან მათი თქმით,  არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ  ხვედელიანმა პოლიციის უფროსობისას რამდენიმე ახალგაზრდა სკამის ფეხით გააუპატიურა. ბორჯომელებმა რამდენიმე აქცია გამართეს, მათ შორის ახალციხის სასამართლოსთან, სადაც მათ  სასამართლოს კარი ცოცხებით აჭედეს, შენობას კი კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მტკიცებით კი, აქციის მონაწილეები
სასამართლოს ქვებს ესროდნენ და შედეგად ერთი კაციც დაშავდა.  განცხადება პროკურატურამაც გაავრცელა, საიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ: "ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი. სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონიძე... დაზარალებული პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანა  მაგიდასთან, გადახარეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს, რომ მასთან დაემყარებინა
სექსუალური კავშირი, რის საპასუხოდაც გიორგი ბლიაძემ  რკინის  სკამის ფეხი მსხვერპლს უკანა ტანში შეუყვანა. ამის შემდეგ მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ გადაღებულ სურათებს ბაკურიანის ცენტრში გამოუქვეყნებდა, თუკი ჭკუით არ იქნებოდა" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით