შსს-ს უნდობლობას უცხადებენ - კვირის პალიტრა

შსს-ს უნდობლობას უცხადებენ

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი შსს-ს უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, ბავშვის გარდაცვალების გარემოებები პროკურატურამ გამოიძიოს. "გამომძიებლები 9 თვეა, მუშაობენ, თუმცა არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჩანს", - აღნიშნა ბარბარე რაფალიანცის დედამ თათია მექერიშვილმა. ამასთან, ოჯახის სურვილია, გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ჩაერთონ. საპასუხოდ, შსს-ში განაცხადეს, რომ საქმის გახსნისთვის ყველაფერი კეთდება.     9 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს სოფელ კოლაგში, ქვევრში ჩაგდებული იპოვეს.