მეგის ქარდავაზე ძებნა გამოცხადდა - კვირის პალიტრა

მეგის ქარდავაზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ოფიციალური ინფორმაციით,  ქარდავამ  ფარული ხარჯების მუხლით ოპერატიული ღონისძიების მიზნით გამოყოფილი სხვადასხვა ოდენობის თანხის ეტაპობრივად უკანონოდ გატანის გზით მიითვისა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 496.273 ლარი და გაფლანგა  188.000 ლარი. ქარდავაზე ძებნა გამოცხადდა.