ახალაია დაჰკითხეს - კვირის პალიტრა

ახალაია დაჰკითხეს

სასამართლომ შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით დაჰკითხა. ახალაიამ განაცხადა, რომ თავს არც ერთ ეპიზოდში არ ცნობს დამნაშავედ. ახალაიას  თქმით, საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ, სასწრაფოდ "მოქექეს" განაწყენებული ხალხი და ჩვენება მიაცემინეს. "სწორედ დაკავების შემდეგ შეიქმნა ის ჩვენებები, რომელიც საქმეში არსებობს. ამ ჩვენებების დიდი ნაწილი ზეწოლით არის მოპოვებული. როგორც თავის დროზე ალასანიამ უთხრა კალანდაძეს, თუ მისცემდა ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას, ყველაფერი კარგად იქნებოდა, იგივე აქვთ ნათქვამი, დანარჩენი მოწმეებისთვისაც"", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).