ორჯერ შეცვლილი თარიღი - კვირის პალიტრა

ორჯერ შეცვლილი თარიღი

მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ  27 ოქტომბერს დანიშნა. თუმცა რამდენიმე საათში ამ თარიღს "ტექნიკური ხარვეზი" უწოდეს და გაავრცელეს ახალი ბრძანება, რომლის თანახმად, არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა. ამას საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. ექსპერტების აზრით, არჩევნების 31 ოქტომბერს, ანუ ხუთშაბათს, დანიშვნა, კანონის დარღვევაა. არასამთავრობოების განცხადებით, არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება პრობლემას შეუქმნიდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს. საბოლოოდ, სააკაშვილმა   არჩევნების დღედ 27 ოქტომბერი, კვირადღე  დაასახელა.