ურეკის შეთანხმება - კვირის პალიტრა

ურეკის შეთანხმება

ბიძინა ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. ბაქრაძის ინფორმაციით, შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც შეიმუშავებს საკონსტიტუციო მოდელს, რომელიც საქართველოსთვის 10-15 წლის განმავლობაში იქნება ოპტიმალური. მისივე თქმით, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო პირობა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა სამართლებრივი დევნა შეჩერდება. ბაქრაძის ცნობით, ივანიშვილმა და უსუფაშვილმა გამოთქვეს სურვილი, რომ "ნაციონალებმა" შეწყვიტონ ბოიკოტი და საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდნენ. უმცირესობის ლიდერმა კოლეგებს ბოიკოტის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა.