ურეკის შეთანხმება
08-07-2013
ბიძინა ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. ბაქრაძის ინფორმაციით, შეიქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც შეიმუშავებს საკონსტიტუციო მოდელს, რომელიც საქართველოსთვის 10-15 წლის განმავლობაში იქნება ოპტიმალური. მისივე თქმით, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო პირობა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველთა სამართლებრივი დევნა შეჩერდება. ბაქრაძის ცნობით, ივანიშვილმა და უსუფაშვილმა გამოთქვეს სურვილი, რომ "ნაციონალებმა" შეწყვიტონ ბოიკოტი და საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდნენ. უმცირესობის ლიდერმა კოლეგებს ბოიკოტის
შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა.
chanika
08 ივლისი 2013 11:53
რატომ აძლევს ინდულგენციას ივანიშვილი და უსუფაშვილი ნაცებს და მათ ე.წ. შემომწირველებს. ვინ მისცა მათ უფლება მოსახლეობის დაუკითხავად ამნისტია გამოუცხადონ იმხალხს, მიუხედავად თანამდებობისა თუ დამსახურებისა, რომლებიც ზოგიც აქტიურად და ზოგიც პასიურად ხელს უწყობდა ნაცხროვას ეტარებინა ასეთი პოლიტიკა საკუთარი მოსახლეობის მიმართ.პარტია ,,ქართული ოცნება" ცუდ თამაშში ჩაითრიეს რესპუბლიკელებმა და თუ გონს არ მოეგებიან ცუდათ დაამთავრებენ არსებობას, ნაციონალებზე უფრო ცუდათ. მათ ხალხში დიდი ნდობა და სიყვარული მოიპოვეს თავიდანვე და თუ ნდობა დაიკარგა, რისი მიშნებიც უკვე გამოიკვეთა, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი პატარა ნაბიჯია და გავიხსენოთ ,,მრგვალი მაგიდის" მაგალითი. გავითვალისწინოთ ჭაბუას დარიგება - ჭკუით ქართველებო!

რედაქტორის რჩევით