უმრავლესობა საკრებულოშიც დაკარგეს - კვირის პალიტრა

უმრავლესობა საკრებულოშიც დაკარგეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა თანამდებობა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ "ნაციონალებმა" ტრანსფორმაცია ვერ განიცადეს. საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა იონათამიშვილის წერილი, სადაც ის სააკაშვილს ვალების გასტუმრებას სთხოვს.  იონათამიშვილის წასვლით, "ნაციონალებმა" საკრებულოში უმრავლესობა დაკარგეს.

სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ახალი უმრავლესობა ზაალ სამადაშვილს გადააყენებს. თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან ჯაბა სამუშია, გიორგი ტყემალაძე, ირაკლი შიხიაშვილი, გულიკო ზუმბაძე და გიორგი მუსხელიშვილი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).