"ცენტრ პოინტის"საქმე
15-07-2013
პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, თაღლითობის მუხლებით ბრალი წაუყენა, "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია კი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, რჩეულიშვილმა და კერვალიშვილმა მიითვისეს მენაშენეთა ფული - 11 მილიონ ლარზე მეტი, რის გამოც პროექტები ვეღარ განხორციელდა. რუსუდან კერვალიშვილმა გაკვირვება გამოთქვა, რომ ბრალის წაყენება წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მაია რჩეულიშვილმა ეს პოლიტიკას არ დაუკავშირა, თუმცა განაცხადა, რომ თავს თაღლითად არ მიიჩნევს. ვახტანგ რჩეულიშვილის ინფორმაციით კი, კომპანიის "დექსუსისთვის" მართვაში გადაცემა მათ ყოფილმა
ხელისუფლებამ მოსთხოვა. "გიგი უგულავამ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გვამცნეს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო ადეიშვილთან - წადით შინ და თქვენ მაგივრად "დექსუსი" იმუშავებსო. რუსუდანისგან, როდესაც იგი შევიდა პარლამენტში, ფულად დახმარებას ელოდნენ და რომ დაინახეს, ამას არ მოჰყვა პარტიის დაფინანსება, დაინტერესდნენ და კომპანია მათთვის მიმზიდველი
გახდა. ისეთი ლუკმა დაინახეს, მისი ხელიდან გაშვება აღარ მოინდომეს და ჩამოგვაცილეს", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 250-250.000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. ივანე ცაგურია კი სასამართლო დარბაზიდან 100.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. (ვრცლად იხ. გვ. 11, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით