კბილაშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა - კვირის პალიტრა

კბილაშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის მიერ ლადო ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტები არადამაჯერებელია და მოუწოდა არჩილ კბილაშვილს, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის.  თუმცა კბილაშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. მისი თქმით, სკანდალური ვიდეომასალების გავრცელებით ბედუკაძემ "შაჰიდის ქამარი" შემოიჭირა. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ბედუკაძემ ვიდეომასალა გასავრცელებლად შესაბამის პირებს ჯერ კიდევ 2011 წლის სექტემბერში გადასცა, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში რაიმეს შეცვლის პერსპექტივა არ არსებობდა.

მთავარი პროკურორის განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ  მთავრობას მის წინაშე კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დაეყენებინა.

საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილი კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ვერ ეღირსება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).