"საქართველო სასამართლოდ არის ქცეული" - კვირის პალიტრა

"საქართველო სასამართლოდ არის ქცეული"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული. ყველა ერთმანეთს განიკითხავს და ეს სიკეთესთან არ მიგვიყვანს. "მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებსა და გაჭირვებულებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს. ისინი, ვინც ბოროტებას აკეთებენ, სიკეთეს გააკეთებენ. ეკლესიამ უნდა აჩვენოს ამ სიკეთის კეთების მაგალითი", -  ბრძანა უწმინდესმა და დასძინა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია შეძლებს როგორღაც იმოქმედოს ხალხზე, რათა ბოროტება სიკეთედ გადაიქცეს.