გუნავას პატიმრობა შეუფარდეს
15-07-2013
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გუნავა დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავა აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშაულოა. "რამდენჯერმე ავხსენი, რისთვის ვიყავი დაკავებული - ეს იყო პოლიტიკური ნება თავიდანვე, რომ გუნავა აღმოჩენილიყო გისოსებს მიღმა", - განაცხადა გუნავამ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ze-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით