მარგველაშვილი თანამდებობიდან მიდის
15-07-2013
განათლების მინისტრი და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი თანამდებობას ტოვებს.  "ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უნდა ახალი სტანდარტებისა და კულტურის შემოტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში", - განაცხადა მარგველაშვილმა, რომლის თქმით, ახალი სტანდარტებია ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება ორიენტირებული და აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობას აღარ შეითავსებს. მარგველაშვილს, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე შეცვლის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით