თარგამაძე კანდიდატია - კვირის პალიტრა

თარგამაძე კანდიდატია

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.     " "ყველა არჩევნებში მონაწილეობას არათუ აქვს აზრი, არამედ ეს არის ჩვენი პიროვნული, პარტიული და ეროვნული ვალდებულება. მე იდეალისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული პოლიტიკით შეიძლება ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.