NDI-ს კვლევები
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველოში კრიმინალთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა, 12%-ის აზრით, ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 57% ფიქრობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა. რესპონდენტთა 18% ვანო მერაბიშვილის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, 51%-ის აზრით, ყოფილი პრემიერის დაკავება მიუკერძოებელი გამოძიების შედეგია. NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ ხაზი გაუსვა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში, რესპონდენტების 59% აცხადებდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ახალ კვლევაში კი ეს მაჩვენებელი 45%-მდე შემცირდა.