NDI-ს კვლევები
15-07-2013
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველოში  კრიმინალთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა, 12%-ის აზრით, ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 57% ფიქრობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა. რესპონდენტთა 18% ვანო მერაბიშვილის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, 51%-ის აზრით, ყოფილი პრემიერის დაკავება მიუკერძოებელი გამოძიების შედეგია.  NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ ხაზი გაუსვა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში, რესპონდენტების 59% აცხადებდა, რომ
საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ახალ კვლევაში კი ეს მაჩვენებელი 45%-მდე შემცირდა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით