ფულეს მოწოდება - კვირის პალიტრა

ფულეს მოწოდება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით, ვილნიუსის სამიტს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს წყალგამყოფი ევროკავშირის ურთიერთობაში საქართველოსა და  მის მეზობელ აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ფულემ ასოცირების ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. "ახლა ვართ ისტორიული ხელშეკრულების დადების ზღვარზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორობაში. მოვუწოდებ საქართველოს, ორივე ხელით ჩაებღაუჭოს ამ შესაძლებლობას ", - განაცხადა ფულემ და დასძინა, რომ მითია, თითქოს საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმატებას ვერ მიაღწევს.