სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

სკანდალური განცხადება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ მას სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მისი განმარტებით, დაკავების შემდეგ მოდულის შენობაში  მასზე ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი, ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. ბრალდებულის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მისი კლასელია და ჩვენების მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ. ივანიაძის ცნობით, მასზე ზეწოლა გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა და ღამის საათებში პროკურორი გიორგი დავითაშვილი მასთან შეხვედრას მართავდა, საბოლოოდ, ჩვენება სწორედ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. ივანიაძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.