მიქაუტაძის საქმე - კვირის პალიტრა

მიქაუტაძის საქმე

36 წლის მამუკა მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, თვითმკვლელობამდე მიქაუტაძე და მისი მეგობარი გელა მანჯავიძე პოლიციამ დააკავა.  გათავისუფლების შემდეგ მიქაუტაძე აცხადებდა, რომ პოლიციაში ზეწოლითა და ფიზიკური შეურაცხყოფით მეგობრის წინააღმდეგ (საქმე "მარიხუანას" ეხება) ჩვენება მიაცემინეს და ამ იარლიყით ვერ იცხოვრებდა. შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა და 8 პოლიციელი დაჰკითხა. პარალელური მოკვლევა დაიწყო ომბუდსმენის აპარატმაც.