ახალაიას ბრალდებები
22-07-2013
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თავის სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 2006 წლის ციხის ბუნტის ორგანიზატორი ე. წ. "კანონიერი ქურდები" ახლა დაზარალებულებად არიან ცნობილი, რაც აბსურდია. მMისივე თქმით, იგი ახლა რომ ხელმძღვანელობდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს,  იმავეს იზამდა,  რაც 2006 წელს გააკეთა. ახალაიამ ბრალდებები თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასაც წაუყენა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ჯარის კვებისთვის გამოცხადებული ტენდერები საახლობლოს მოაგებინა. Mმისი მტკიცებით, უხარისხო საკვებმა ჯარისკაცები მოწამლა, რასაც ალასანია მალავს.
samartali
22 ივლისი 2013 18:49
ეგენი გაღმა შედავების კურსს არ მოიშლიან ასი წელი

მაგრამ აღარ გაუვათ

რედაქტორის რჩევით