წულუკიანის პასუხი
22-07-2013
წულუკიანის პასუხი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა მიხეილ სააკაშვილის სახელით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს წერილით მიმართა და ლადო ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამო არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. პრეზიდენტმა წულუკიანისგან უარი მიიღო. "სად იყავით მაშინ, როცა ჩემს სამუშაო მაგიდაზე სტრასბურგის სასამართლოში წლების განმავლობაში  ყოველდღე ორმოცამდე ნაწამები თუ უკანონო განაჩენით გაწამებული პატიმრის საქმე იყრიდა თავს? ან მაშინ, როცა გირგვლიანს სასაფლაოზე ყელი გამოსჭრეს თქვენმა მაღალჩინოსნებმა?! სად იყავით მაშინ, როცა მოხდა ტრაგედია, სახელად "არასრულწლოვანი გვანცა
ყუფარაძის განაჩენი"?! სად იყავით და რა გეზეიმებოდათ მაშინ, როცა 26 მაისს საქართველოს მოქალაქეები, თქვენი მოქალაქეები, რუსთაველის გამზირზე ხელფეხშებოჭილნი და ღირსებაშელახულნი ძირს იწვნენ?! სად იყავით, როცა პროკურატურაში ბიზნესმენებს იბარებდნენ "მეგობრული საუბრებისთვის" და პარალელურად, ჩემი წინამორბედი მათი ოჯახის წევრებს ქონების დათმობის, ჩუქების ან კიდევ იუსტიციის სახლების უფასოდ
აშენების ან მოწყობის თანხმობას ართმევდა?! სად იყავით, როცა კეთდებოდა ის 17000 უკანონო ფარული ჩანაწერი, რომლებიც ახლა აღმოვაჩინეთ", - ნათქვამია წულუკიანის წერილში.
mako
28 ივლისი 2013 19:29
მაგარი ხართ! ყოველთვის მომწონს თქვენი პასუხები, გაიხარეთ. წარმატებებს გისურვებთ.
mariko
26 ივლისი 2013 15:34
ყოველთვის სამართლიან პასუხებს აძლევ ყოველ უკუღმართ კითხვას. გმადლობთ. იმედი გვაქვს ასე იქნება მომავალშიც.წარმატებებს გისურვებ საქართველოს სასიკეთოდ.
natela
22 ივლისი 2013 23:30
გენაცვალე პატარა ქალო. დზალიან მოწონხარ.ასე გააგრძელე.

რედაქტორის რჩევით