ინციდენტი ზუგდიდში - კვირის პალიტრა

ინციდენტი ზუგდიდში

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა "ნაციონალების" ლიდერებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. ხალხი თეატრის შენობასთან, სადაც პრაიმერი ტარდებოდა,  თოხებითა და ბარებით მივიდა. მათი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას",  რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა მთელი სამეგრელო, ზუგდიდში არაფერი ესაქმება. საბოლოოდ, პოლიციამ კორდონი გააკეთა და დავით ბაქრაძე და პარტიის სხვა ლიდერები თეატრში შეიყვანა. აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას შეეცადნენ, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქციის 12 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).