ინციდენტი ზუგდიდში
22-07-2013
ინციდენტი ზუგდიდში
ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა "ნაციონალების" ლიდერებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. ხალხი თეატრის შენობასთან, სადაც პრაიმერი ტარდებოდა,  თოხებითა და ბარებით მივიდა. მათი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას",  რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა მთელი სამეგრელო, ზუგდიდში არაფერი ესაქმება. საბოლოოდ, პოლიციამ კორდონი გააკეთა და დავით ბაქრაძე და პარტიის სხვა ლიდერები თეატრში შეიყვანა. აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას შეეცადნენ, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქციის 12 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).


dona
24 ივლისი 2013 15:53
ყველა კუთხეში ,რომ მოგვეწყო მსგავსი შეხვედრა ,ამ ხროვისთვის, უკეთესი იქნებოდა.ნაკლებს იტლიკინებენ ქართველების სახელით. გაიხარეთ მეგრელებო. ამ კაცთმოძულე ხროვას ნამუსი რომ ქონდეს ამ შოუს მოწყობის მაგიერ ეკლესიებში ივლიდენ ცოდვების მოსანანიებლად,მაგრამ სატანას სულის მატარებლები ამას ვერ შეძლებენ. რადგან ისინი ღმერთს მიტოვებული ჰყავთ. დაგვცინიან,როგორ შეიძლება ბაქრაძე და ნინო პოლიტიკაში დაბრუნდენ. თფუი ეშმაკს თფუიიიიიიიიიიიიი....
alex
24 ივლისი 2013 15:22
ვენაცვალე ხელებში მეგრელებს!

სულ ვიძახდი და ვიმეორებ: მიშა სააკოვის კუბოში ბოლო ლურსმებს მეგრელები ჩააჭედებენ!
nana
22 ივლისი 2013 22:24
ყოჩაღ სამეგრელო! კარგიააააააააააააააააააააა

რედაქტორის რჩევით