მოადგილეები დაითხოვეს - კვირის პალიტრა

მოადგილეები დაითხოვეს

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები: დავით ზურაბიშვილი, ქეთევან ნატრიაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მანამდე  მინისტრის პოსტზე "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მისმა პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ შეცვალა. სანიკიძის თქმით, სამინისტრო კურსის შეცვლას არ აპირებს და რეფორმები გაგრძელდება. ახალი მინისტრის განმარტებით, პირველკლასელები საჩუქრად კომპიუტერებს ისევ მიიღებენ.