არჩევნები სამაგალითო იქნება - კვირის პალიტრა

არჩევნები სამაგალითო იქნება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში სანიმუშო იქნება. ამის შესახებ ივანიშვილმა ვილნიუსში, თავის ლიტველ კოლეგა ალგიდას ბუტკევიჩიუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვილნიუსში 27 ნოემბერს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში,\ იგეგმება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. "ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ჩვენი აზრით, ეს მიღწევადია. ოქტომბრის არჩევნები, რა თქმა უნდა, ამაზე გავლენას მოახდენს. ჩვენ მოვახერხებთ და პირველად საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო რესურსები არ იქნება გამოყენებული რომელიმე ერთი კანდიდატურის სასარგებლოდ. საერთოდ ვფიქრობთ, რომ ოქტომბერში ყველაზე ტიპური, ევროპული არჩევნები ჩატარდება", - განაცხადა პრემიერმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).