მინირევოლუცია საკრებულოში - კვირის პალიტრა

მინირევოლუცია საკრებულოში

19 ივლისს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ახალმა უმრავლესობამ თანამდებობიდან გადააყენა  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი და 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. 26 ივლისს საკრებულო თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის გადაყენებაზე იმსჯელებს. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" 19 ივლისის საკრებულოს სხდომის შედეგის გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს. "ნაციონალების" განცხადებით, სხდომა არალეგიტიმური იყო, დარღვევებით წარიმართა და შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).