ახალ პრეზიდენტს ახალი რეზიდენცია - კვირის პალიტრა

ახალ პრეზიდენტს ახალი რეზიდენცია

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიას ინფორმაციით, მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბრის ნაცვლად ათონელის ქუჩაზე, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში განთავსდება. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათონელის ქუჩაზე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია უნდა გადასულიყო, თუმცა ახალმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ არ აკონკრეტებენ, რა ბედი ელის ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას  (ვრცლად იხ. გვ. 41, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).